25 აპრილი 2024,   19:51
ვრცლად
ჯეიმს ბონდის სუპერ ავტომობილი აუქციონზე იყიდება

ჯეიმს ბონდის სუპერ ავტომობილი აუქციონზე იყიდება. საუბარია ერთ-ერთ ასტონ მარტინზე, რომელიც 1965 წელს სპეციალურად ლეგენდარული ჯაშუშის შესახებ ფილმის გადაღებებისთვის შეიქმნა.

ჯაშუშური მოწყობილობებით აღჭურვილი Aston Martin DB5 სოთბის აუქციონის ნიუ-იორკის სახლშია გამოფენილი და კერძო კოლექციონერების დიდ ინტერესს იწვევს.

აუქციონი 15 აგვისტოსაა დაგეგმილი. საწყისი ფასი 4 მილიონი დოლარია.

ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ჯეიმს ბონდის ავტომობილში მყიდველები, სულ მცირე, 6 მილიონ დოლარს გადაიხდიან.

დღის ამბები