ფილიპინებზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ბატანის პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრა გამთენიისას მოხდა. პირველი ბიძგების სიმძლავრე 5.4 მაგნიტუდა იყო, ერთ საათში კი რეგიონში უფრო ძლიერი, 5.9 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა, რასაც ნგრევა მოჰყვა. არის მსხვერპლიც.
წინასწარი ინფრომაციით, დაღუპულია 8 ადამიანი, თუმცა მაშველები მსვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ. მათი ინფორმაციით, ათზე მეტი ადგილობრივი დაკარგულად მიიჩნევა. საავადმყოფოებში კი 60-მდე დაშავებულია მოთავსებული. დაზარალებულების დასახმარებლად რეგიონში ქვეყნის შინაგანი ჯარიც გაიგზავნა.