19 აპრილი 2024,   07:59
ვრცლად
2 დაღუპული და 20-მდე დაშავებული - სამხრეთ კორეაში ღამის კლუბის შენობა ჩამოინგრა

მსხვერპლი მოჰყვა ტრაგედიას სამხრეთ კორეაში. ქალაქ კვან-ჯუში, სადაც საწყალოსნო სპორტის სახეობათა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, პოპულარული ღამის კლუბი ჩამოინგრა. ნგრევის დროს კლუბში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები იმყოფებოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. გარდაცვლილები სამხრეთ კორეის მოქალაქეები არიან, დაშავებულებს შორის კი ამერიკელი, ახალ ზელანდიელი, ნიდერლანდელი, იტალიელი და ბრაზილიელი მოცურავეები არიან. ისინი სხვადასხვა სახის ტრავმებით კლინიკებში მოათავსეს.

ჩამონგრეულ შენობაში საგამოძიებო კომისია მუშაობს. ცნობილია, რომ კლუბში შეკიდული სართული ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, კონსტრუქციამ ხალხის სიმძიმეს ვერ გაუძლო.

დღის ამბები