რუსეთის ხელისუფლება მოსკოვში ოპოზიციის მიტინგის დასარბევად ემზადება. სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დღევანდელი აქცია არასანქცირებულია და მათ მიტინგზე მისვლას არ ურჩევენ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოსკოვის მერიასთან და მიმდებარე ქუჩებზე პოლიციის ქვედანაყოფებია მობილიზებული.
დღეს დილიდან პოლიცია ოპოზიციის ლიდერებს აკავებს და კანდიდატების სახლებსა და ოფისებში ჩხრეკას ატარებს. აქციის მონაწილეები წერენ, რომ პოლიცია ხალხს პირდაპირ ქუჩებში აკავებს.
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები დედაქალაქის მერიასთან მასშტაბურ მიტინგს გეგმავენ. ისინი პუტინის რეჟიმის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე არ დაუშვეს, პროტესტის გამოხატვის შემდეგ კი მათი დევნა დაიწყეს.