19 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
89 წლის მსოფილიო რეკორდსმენი - ენი ლორიმორმა კილიმანჯარო დალაშქრა

89 წლის ამერიკელმა ქალმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ენი ლორიმორი ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გახდა, რომელმაც კილიმანჯარო დალაშქრა.

ანალოგიური რეკორდი ექსტრემალმა ქალმა 85 წლის ასაკშიც დაამყარა, თუმცა რეკორდსმენის ტიტული მან რამდენიმე თვეში დაკარგა, რადგან მისი რეკორდი სხვა ხანდაზმულმა ქალმა გააუმჯობესა. ამის შემდეგ ენი ლორიმორმა მწვერვალის ხელახლა დალაშქვრა გადაწყვიტა და მიზანსაც მიაღწია. გინესის რეკორდსმენი ყვება, რომ მეორე მისია გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა.

89 წლის ქალმა ლაშქრობაში 9 დღე გაატარა და უკვე სახლში დაბრუნდა.

დღის ამბები