16 ოქტომბერი 2019,   19:55
ვრცლად
ავარია თუშეთში - შსს-ის ცნობით, თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფები გაემგზავრნენ

ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთში - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.

უწყების ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.

ამავე თემაზე
დღის ამბები