20 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
წყალდიდობა ინდოეთში - მოვარდნილმა წყალმა ლიანდაგებზე მოძრავი მატარებელი დატბორა

წყალდიდობა ინდოეთში -  გადაუღებელი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ლიანდაგებზე მოძრავი მატარებელი დატბორა. შემთხვევა ქალაქ მუმბაიში მოხდა. შედეგად ათასამდე ადამიანი ვაგონებში ბლოკირებული აღმოჩნდა.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია უკვე 15 საათია, მიმდინარეობს. ოფიციალური ცნობებით, მაშველებმა 700-მდე ადამიანი გადაარჩინეს. დატბორილი ტერიტორიიდან ხალხის გამოსაყვანად მაშველები რეზინის ნავებსა და ვერტმფრენებს იყენებენ.

ადგილობრივმა მთავრობამ დაზარალებულებისთვის დროებითი თავშესაფარი შემაღლებულ ტერიტორიაზე განალაგა. უამინდობის გამო მუმბაის აეროპორტში რეისებიც გადაიდო.

დღის ამბები