23 ოქტომბერი 2019,   05:22
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილს უკვე სურს, რომ რეპრესიებით შეაშინოს მთელი ჩვენი ქვეყანა - კოტე კემულარია

„დატოვებს ის პატიმრობაში ირაკლი ოქრუაშვილს თუ არა, ამით ის ვერავის, პოლიტიკურ სივრცეში ვერ შეაშინებს“, - ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა, კოტე კემულარიამ გააკეთა.

კემულარიას განცხადებით, ივანიშვილი ცდილობს, პოლიტიკური რეპრესიებით ქვეყანაში შიში დათესოს, რაც ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, არ გამოუვა.

„ბიძინა ივანიშვილს უკვე სურს, რომ რეპრესიებით შეაშინოს მთელი ჩვენი ქვეყანა. ის ამით ახლა, რაც ხდება ქვეყანაში არის თავად ძალიან შეშინებული და ის, ახლა, როგორც პირად ტყვეს ექცევა ოქრუაშვილს, დააპატიმრა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ამით უნდა გარკვეული კარიკატურული დიქტატურის სურათის შექმნა, ეს მას არ გამოუვა. დატოვებს ის პატიმრობაში ირაკლი ოქრუაშვილს თუ არა, ამით ის ვერავის, პოლიტიკურ სივრცეში ვერ შეაშინებს. პირიქით, ჩვენ ოპოზიციას უფრო შეგვკრავს, ჩვენს პოლიტიკურ ძალასაც გააძლიერებს და ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, რომ რაც შეიძლება მალე მოვაშოროთ ეს ჭირი სქართველოს,“ - აცხადებს კოტე კემულარია.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები