19 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
ოქრუაშვილის პროცესი არის წმინდა წყლის პოლიტიკური და გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება - ზურაბ მელიქიშვილი

„პროცესი არის წმინდა წყლის პოლიტიკური და გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალის შეფასებისას გააკეთა.

მელიქიშვილი ამბობს, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი პოლიტიკური მიზნით არის დაკავებული და ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

„ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ შემთხვევაში, ირაკლი ოქრუაშვილი იყოს მისი პოლიტიკური პატიმარი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დავუშვათ სამაჯური უნდა გაუკეთონ, გირაო უნდა შესთავაზონ თუ ციხეში უნდა გაუშვან, ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ესეც უშუალოდ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს. უბედურება არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ ოკუპაციას საქართველოში, მათ აკავებენ, ხოლო ოკუპანტებს ფიანდაზებს უგებენ პარლამენტის შენობაში,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავა.

დღის ამბები