14 ოქტომბერი 2019,   13:14
ვრცლად
დაბის მცხოვრებლები მნიშვნელოვნად გადაარჩინა ჰესის შენობამ - სოზარ სუბარი

ლეხზირის ხეობაში გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივი მერიის წარმოამდგნელის განცხადებით, სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგები, გეოლოგები და გლაციოლოგები ხეობაში არსებულ ვითარებას ვერტმფრენის საშუალებით გაეცნენ. ხეობაში რჩება გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც არსებულ მდგომარეობას დეტალურად სწავლობს.

პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონალური განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ დაბის მცხოვრებლები ჰესის შენობის დახმარებით გადარჩნენ, ვინაიდან შენობამ ზევიდან წამოსული ქვა-ღორღის მასა, გარკვეულწილად, შეაკავა.  

„პირველადი დაკვირვებით რაც შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ წუთში სტიქიის ამ მასშტაბით განმეორების საფრთხე არ არსებობს. პატარ-პატარა ჩამონადენები შეიძლება კიდევ იყოს, თუმცა საფრთხე გაძლიერდება იმ შემთხვევაში, თუ იქნება ძლიერი სიცხეები, რაც თოვლის დნობას გამოიწვევს, ან პირიქით, ძლიერი წვიმა. დაბის მცხოვრებლები მნიშვნელოვნად გადაარჩინა უშუალოდ ჰესის შენობამ, რომელმაც აიღო პირველი დარტყმა თავის თავზე. მან გააჩერა ძალიან დიდი მასა წამოღებული ქვა-ღორღის, ხე-ტყის და ამან, გარკვეულწილად, შეამცირა დარტყმა უშუალოდ ქალაქზე,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები