14 ოქტომბერი 2019,   13:25
ვრცლად
გახარია, წადი! - პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება

მასობრივი დაკავებები და 20 ივნისის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დაწყებული დევნა - პარლამენტის წინ საპროტესტო აქვია დაიწყო. აქციის მონაწილეები 20 ივნისის მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. 

ბოლო დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე პროტესტს გადაცემის ფორმატით გამოხატავდნენ, აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური და პოლიტიკური ვითარების გამო, მასშტაბური აქციის გამართვა ისევ გადაწყვიტეს. 

ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიან. დღეს პროტესტის 38 დღეა. 

დღის ამბები