17 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ირაკლი ოქრუაშვილს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, მაკა გველესიანმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ოქრუაშვილს რამდენიმე წუთში, სავარაუდოდ, გლდანის ციხეში გადაიყვანენ.

 მანამდე კი, პროცესი მოსამართლე, მაკა გველესიანმა მაშინ დახურა, როცა ოქრუაშვილს უნდა მიემართა სასამართლოსთვის და ეთქვა, რას უკავშირებს მის პატიმრობას.

სასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩატარდება. 

ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, მასთან ერთად დაკავებულებს ასევე პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლე მაკა გველესიანი, ვინც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ეს პროცესი დახურა, 2017 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლედ გაამწესა.

 

დღის ამბები