23 ოქტომბერი 2019,   05:23
ვრცლად
მე ამ ორივე სტრუქტურას შევებრძოლები, სუს-ს და შსს-ს, ვნახოთ, ვინ დამარცხდება, ვინ მოიგებს - მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული ახალგაზრდის მამა ამბობს, რომ ახლა ორ სტრუქტურასთან მოუწევს შებრძოლება - შსს-სა და სუს-თან.

„ჩვენ ციხე არ შეგვაშინებს, არც მე, არც ჩემს მოდგმას... მაგრამ მე აქამდე ვებრძოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გამო, რომ მომიკლეს ერთადერთი ვაჟი, მძინარე საწოლში და მოვითხოვდი, გაეცათ პასუხები, რატომ მომიკალით მე ეს შვილი და მე ეს არ ვიცოდი. თურმე, მორის მაჩალიკაშვილისთვის დარეკილი ჰქონიათ, ბიძაშენმა კარავი თუ გაშალა, თქვენ დაგიჭერთ... ახლა მომიწევს მეორე სტრუქტურას ვებრძოლო - შსს-ს, ნაბიჭვარ, ნაძირალა, გახარიას. მე ამ ორივე სტრუქტურას შევებრძოლები, ვნახოთ, ვინ დამარცხდება, ვინ მოიგებს,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

20 ივნისის ღამის საქმეზე პასუხისგებაში სულ 19 ადამიანია მიცემული. 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ 4 მომიტინგეს მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბეჟან ლორთქიფანიძე, მორის მაჩალიკაშვილი, გიორგი ქურდოვანიძე და ილია მემარნიშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

ამას გარდა, მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა ირაკლი ოქრუაშვილსაც.

დღის ამბები