22 ნოემბერი 2019,   11:09
ვრცლად
ახლა მეორე შვილზე გადავიდნენ, რომ მეორეც დაღუპონ, ხალხო მიშველეთ! - მალხაზ მაჩალიკაშვილის დედა

"მიშველეთ, ხალხო!" - ამ სიტყვებით მიმართა მორის მაჩალიკაშვილის ბებიამ სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ იქ შეკრებილებს.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიის ეს განცხადება საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამ გამოიწვია. მოსამართლემ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ მორის მაჩალიკაშვილს პატიმრობა შეუფარდა. 

„ჩამიცხრილეს ერთადერთი შვილიშვილი, ახლა მეორე შვილზე გადავიდნენ, რომ მეორეც დაღუპონ, ხალხო მიშველეთ,“ - ამბობს ელენე მაჩალიკაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები