16 ოქტომბერი 2019,   19:50
ვრცლად
უბედური შემთხვევა შეკვეთილში - მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშიდან, ერთი ადგილზე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა შეკვეთილში - მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდნილი ორი მუშა გადმოვარდა. ერთი, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში, ფოთის კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მეხუთე სართულიდან მოძრავი ავტოკალათის მოწყვეტამ გამოიწვია. 

როგოც მშენებარე ობიექტის მენეჯერი აცხადებს, ადგილზრ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. 

9-სართულიან სასტუმროს შეკვეთილში შპს "მაგნიკა" აშენებდა, რომლის გახსნაც პირველი აგვისტოსთვის იგეგმებოდა. ადგილზე სამუშაოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა.

შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები