19 აპრილი 2024,   01:31
ვრცლად
11 დაკავებული და ათობით დაშავებული - აქციას ჰონგ-კონგში კვლავ დაპირისპირება მოჰყვა

მეორე დღეა საპროტესტო აქცია გრძელდება ჰონგ-კონგში. ათასობით ადამიანი მეგაპოლისის ქუჩებში გამოვიდა და ოპოზიციის ლიდერების დაკავებასა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას აპროტესტებს.

მომიტინგეებმა აქციაზე ის რეზინის ტყვიებიც მიიტანეს, რომელიც გვიან ღამით სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენეს. დაპირისპირება მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ძალოვანები მარშის მონაწილეებს სამთავრობო კვარტალთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევდნენ და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და სხვა სპეცსაშუალებები გამოიყენეს. შეტაკებების დროს დაშავდა ათობით მომიტინგე. ოფიციალური მონაცემებით დაკავებულია 11 ადამიანი. მათ შორის არიან ოპოზიციის ლიდერებიც.

დღის ამბები