19 აპრილი 2024,   05:09
ვრცლად
სპეცრაზმის მიერ, მოსკოვის ქუჩებში ოპოზიციის დარბევის დროს, ვლადიმერ პუტინი ბათისკაფით ზღვის ფსკერზე დაეშვა  

ვლადიმერ პუტინი ზღვის ფსკერზე დაეშვა. ვიდრე სპეცრაზმი მოსკოვის ქუჩებში ოპოზიციას არბევდა რუსეთის ლიდერი დედაქალაქიდან წავიდა და ბათისკაფით ფინეთის ყურეში 50 მეტრის სიღრმეზე დაეშვა, სადაც სამამულო ომის დროს ჩაძირული წყალქვეშა ნავი დაათვალიერა.

პორტში დაბრუნების შემდეგ კომენტარი აქციებზე არ გააკეთა და მხოლოდ ის თქვა, რომ თავს ვალდებულად თვლის იყოს იქ, სადაც რუსეთის მოქალაქეები არიან.

მისივე თქმით, დედამიწაზე ბევრი პრობლემაა და მათ გადასაჭრელად ფსკერზეც უნდა დაეშვას და ცაშიც აფრინდეს. ამის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი უკვე სანქტ პეტერბურგში გაემგზავრა და საზღვაო ძალების აღლუმი ჩაიბარა.

რუსეთის ლიდერმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტი დაუმარცხებელი ძალაა, რომელიც ნებისმიერ აგრესორს საკადრის პასუხს გასცემს.


 

დღის ამბები