20 აპრილი 2024,   19:13
ვრცლად
ქვეყნის მსხვილი ბანკირების გაჩუმების მცდელობა - ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის რისკი იზრდება 

ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბანკირების საქმე - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 700-700 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურორის განცხადებით, TBC-ის ორი დამფუძნებელი ბრალდებულია TBC-თვის 17 მილიონი დოლარის ზარალის მიყენებაში, ანუ საკუთარი თავის ძარცვაშიც.  

ხაზარაძე პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფო მანქანა არა მის წინააღმდეგ, არამედ ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგ მოქმედებს. 

ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე კილომეტრშია, შესაძლოა, შეფერხდეს და ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს, ანაკლიის პორტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. 

როგორც ირკვევა, ივანიშვილის გუნდი რუსული სცენარით და რუსული დავალების შესრულებას ცდილობს, რომ შავ ზღვაზე არ იყოს ახალი ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ნოვოროსისკის მთავარი კონკურენტი გახდება და წყალქვეშა ნავების მიღების საშუალებაც ექნება. რუსულ მხარეს, არ აწყობს მის სიახლოვეს, ამერიკული და ევროპული ფულით დაფინანსებული კონკურენტის გაჩენა, რომელიც პოტენციურად, შესაძლოა წელიწადში 100 მილიონი ტონის ბრუნვაზე ავიდეს.

ანაკლიის პორტის ასაშენებლად, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დასავლური ბანკები მოიძიეს, რომლებიც მზად არიან ფული გადაიხადონ  ნოვოროსისკის კონკურენტი ქართული პორტის ასაშენებლად და ბიზნესი მართონ, თუმცა კონსორციუმის აზრით, მთავრობა ფეხს ითრევს და ხელს არ აწერს გარანტიებს, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები სთხოვენ.

რამდენიმე კვირის წინ, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაარსების გეგმების შესახებ განაცხადა. მმართველი გუნდი "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირებს.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდებულებად ცნობის შემდეგ, როგორც ამბობენ, TBC-ის ბიზნესი მილიარდით დაზარალდა. ყოველი დაეჭვებული ინვესტორი კი ნიშნავს ანაკლიის პროექტის ჩაშლის რისკის ზრდას.

დღის ამბები