16 ოქტომბერი 2019,   19:46
ვრცლად
600 ათას ევროიანი სტიმულირების პროგრამა - გავრილოვის ღამის შემდეგ, მთავრობა კვლავ რუსი ტურისტების მოზიდვას ცდილობს

გავრილოვის სისხლიანი ღამის და პუტინის სანქციების შემდეგ, საქართველოს მთავრობა კვლავ რუსი ტურისტების მოზიდვას ცდილობს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, თუ რუს ტურისტს საქართველოში თვითმფრინავით სურს მგზავრობა და თუ თბილისში ან ბათუმში ერევნის გავლით ჩამოფრინდება, საქართველოს მთავრობის დახმარებით ის ბილეთს 90 ევროთი იაფად იყიდის. დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი ბახტაძე აწერს. სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, შესაბამის ხელშეკრულებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გააფორმებს.

მთავრობა იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ ქვეყანა აღარ იყოს რუს ტურისტებზე დამოკიდებული - ამბობენ ის მოქალაქეები, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას, დახარჯოს 600 ათასი ევრო სასოწარკვეთილ ნაბიჯს და ჰაერში გადაყრილ თანხას უწოდებს. მათი გათვლებით, ამ თანხით მაქსიმუმ 6500 მგზავრის ხელშეწყობა იგეგმება, რაც ზღვაში წვეთია იმ ნახევარ მილიონ რუს ტურისტთან შედარებით, ვინც პუტინის აკრძალვის შემდეგ, საქართველოში ვიზიტი გააუქმა. 

ოკუპანტი ქვეყნიდან ტურისტული ნაკადის შემცირებას და ლარის კურსის გაუფასურებას შორის კავშირებს ხედავენ მთავრობაში, ყველაფრის მიზეზად კი ის ახალგაზრდები სახელდებიან, რომლებიც ყოველდღე ანტისაოკუპაციო აქციას მართავენ.

სტიმულირების პაკეტის გამოყენების ხელშეკრულება ჯერ არცერთ კომპანიასთან არაა გაფორმებული, დიდი ალბათობით მას კომპანია „აირზენა“ გამოიყენებს. ექსპერტები მთავრობის ამ გათვლებს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები