24 აპრილი 2024,   11:59
ვრცლად
თუშეთში სამძებრო ოპერაცია განახლდა - სამაშველო სამსახური ახალგაზრდას ეძებს

ცოტა ხნის წინ განახლდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია თუშეთში, სადაც ხევში გადაჩეხილ ახალგაზრდას ეძებენ. მაშველებმა გუშინ 6 ცხედრის პოვნა შეძლეს, მათ შორის სამი ერთი ოჯახის წევრები, მამა და შვილები არიან. ტრაგედიას მხოლოდ 5 ადამიანი გადაურჩა.

სამძებრო სამუშაოების გამო გადაიკეტა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა,  ირკვევა, რომ გზის გადაკეტვა აუცილებელია სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად.

მგზავრებით სავსე ავტომობილი, ხევში 200 მეტრის სიმაღლიდან ორი დღის წინ გადავარდა. მომხდარი ტრაგედიის გამო, თუშეთობის დღესასწაული წელს გაუქმებულია.


ამავე თემაზე
დღის ამბები