20 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
შუახევში დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ

შუახევში არასრულწლოვან ბიჭს ეძებენ - ჯაბა ცენტერაძე ორი დღის წინ ბათუმში, 23-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეამჩნიეს, თუმცა მისი პოვნა ამ დრომდე მაინც ვერ ხერხდება.

დაკარგული ბიჭის ოჯახის წევრებმა მოზარდის გაუჩინარების შესახებ სამართალდამცავებს გუშინ შეატყობინეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სამძებრო სამუშაოები უწყებაში შეტყობინების შესვლისთანავე დაიწყო.

დღის ამბები