16 აპრილი 2024,   13:30
ვრცლად
მათი მიზანი მალხაზ მაჩალიკაშვილის განეიტრალებაა - გიორგი ოლქიევი დაკავებას არ გამორიცხავს

მათი მიზანი მალხაზ მაჩალიკაშვილის განეიტრალებაა - ამბობს მაჩალიკაშვილი მეგობარი, გიორგი ოლქიევი, რომელიც დღეს დაკითხვაზეა დაბარებული. ოლქიევს 20-21 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ცენტრალურ კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხავენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას 20 ივნისის სისხლიანი ღამის შესახებ შეკითხვებს დაუსვამენ. მანამდე ოლქიევი პროკურატურაშიც იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ ყველაფრისთვის მზად არის,მათ შორის არ გამორიცხავს დაკავებასაც.

„ჩემთან ერთად იყო დაბარებული  მორის მაჩალიკაშვილი. დილიდან ველოდები გამომძიებლისგან ზარს, შევთანხმდებით დროზე, რა დროზე უნდა მივიდეთ. მე რომ დამირეკეს ათი წუთის შემდეგ დაურეკეს მორის მაჩალიკაშვილს იგივე ნომრით და ყოველგვარი გამოკითხვის გარეშე დააკავეს. 

ამ მონებისგან არაფერს გამოვრიცხავ, თუნდაც დამაკავონ არც მაგის მეშინია, ეს მიდის ერთადერთი მიზნის გამო, მალხაზ მაჩალიკაშვილის განეიტრალების და მარტო დატოვების გამო,“-ამბობს გიორგი ოლქიევი.

დღის ამბები