20 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
ალექსეი ნავალნი საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

ალექსეი ნავალნი საპატიმროდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით მას მწვავე ალერგიული რეაქცია დაუდგინდა, თუმცა მისი პირადი ექიმი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უცნობი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. ნავალნი, რომელსაც სასამართლომ 30 დღიანი პატიმრობა მიტინგის ჩატარების წესების დარღვევის გამო მიუსაჯა, მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებასთან პოლიტიკოსის მომხრეები შეიკრიბნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში 20-ზე მეტი აქტივისტი, ასევე ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.


დღის ამბები