20 აპრილი 2024,   07:18
ვრცლად
ბათუმში, მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი 

უბედური შემთხვევა ბათუმში - ერთერთ მაღალსართულიან მშენებარე შენობაში, ლიფტი მოწყდა. დაშავებულია 6 ადამიანი. 

შემთხვევა აღამაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ორი დაშავებული მედიკოსებს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. მათ სხეულის მოტეხილობები აღენიშნებათ. 

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ოთხი საქართველოს მოქალაქეა და ორი თურქეთის.

საცხოვრებელ კორპუსს კომპანია „გრანდ სითი“ აშენებს.

 

დღის ამბები