23 ოქტომბერი 2019,   05:13
ვრცლად
ივანიშვილი პირად პატიმრად აქცევს ყველას, ვინც პოლიტიკურ ველზე მისი ოპონენტია - ოპოზიცია ოქრუაშვილის დაკავებაზე 

ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ბიძინა ივანიშვილი იშორებს და პირად პატიმრად აქცევს ყველას, ვინც პოლიტიკურ ველზე მისი ოპონენტია.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ყველა პირთან  მიმართებაში ივანიშვილს კონკრეტული მიზეზი აქვს, რის გამოც მათ პატიმრობა განუსაზღვრა.

Image result for ხატია დეკანოიძე„დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები, დღეს ჩვენს ქვეყანაში გვყავს ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები, ადამიანები, რომლებიც ისჯებიან იმიტომ, რომ გააპროტესტეს ოკუპანტის ჩამოსვლა საქართველოში და პარლამენტში საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში შესვლა და გავრილოვის მიერ გამსახურდიას სკამზე წამოსკუპება და იქ რუსულ ენაზე მიმართვა.

მაგალითად ნიკას შემთხვევაში, ივანიშვილს აქვს იმედი, რომ მისი საჯარო აქტიურობის შეწყვეტა ეს არის გარკვეულწილად პოლიტიკური ველის მოსუფთავება. ოქრუაშვილის შემთხვევაში მას სურს იზოლაცია, რადგან ხედავს საფრთხეს ზუსტად "რუსთავი2"-თან დაკავშირებით, რადგან დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელმოწერა არის ნამდვილი, ამ ამბის დამალვა არ გამოვა, რადგან აუცილებლად გამოვა და ამ შემთხვევაში მან გამოიყენა წინასწარი პატიმრობა ირაკლი ოქრუაშვილისთვის. ასევე ბესიკ თამლიანი, ლორთქიფანიძე, სოსელია, ყველა ვინც დაკავებულია წინასწარი პატიმრობით, არიან უკანონო პატიმრები ბიძინა ივანიშვილის“-აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

„ევროპული საქართველოს“ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ყველა ადამიანი რომელიც პოლიტიკურად გააქტიურდა და რომელიც პირდაპირ ეხება ბიძინა ივანიშვილის ინტერესს, დევნის ობიექტი გახდა.  

მისი თქმით, მურუსიძე-ურთმელიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ შეტევა მიიტანა ოქრუაშვილზე, ბეჟან ლორთქიფანიძე და სხვებზე, როცა კორცხელში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე რეალური მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად დღემდე არავინ დაუკავებიათ.

Image result for ზურაბ ჭიაბერაშვილი„მაშინ, როდესაც კორცხელი ე.წ. გმირები, რომლებიც კადრებია,რომ ურტყამენ პოლიციელებს ერთი დღე საპატიმროში არ ყოფილან, რაც ცხადად მიუთითებს,რომ ქვეყანაში გვაქვს შერჩევითი პოლიტიკური სამართალი,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები