24 აპრილი 2024,   23:43
ვრცლად
მაჩალიკაშვილისა და ლორთქიფანიძის საქმე - ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატები, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ,  2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. უფლებადამცველები საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.

ბიოლოგი, ბეჟან ლორთქიფანიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დააკავეს. სასამართლომ კი ორივეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები