23 ოქტომბერი 2019,   05:23
ვრცლად
შსს-ს ტყუილი უნდა გააპრავოს მერიამ - პარლამენტის წინ, მაჩალიკაშვილის კარავთან, კალაძის თანამშრომლები იმყოფებოდნენ

თბილისის მერიის წარმომადგენლები პარლამენტის წინ, მაჩალიკაშვილის კარავთან იმყოფებოდნენ. ისინი ადგილზე, დაახლოებით, ერთი საათის წინ მივიდნენ და მაჩალიკაშვილის კარვის მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებდნენ.

კარავთან მალხაზ მაჩალიკაშვილის ახლობელი იმყოფებოდა. გიორგი ოლქიევის თქმით, არ არის გამორიცხული მერიამ სამუშაოები დაიწყოს და ამ მიზნით კარავი ააღებინონ. თუმცა ოლქიევის ამბობს, რომ ისინი კარავს არ აიღებენ. 

„დაზუსტებით ვიცი, რომ იყვნენ მერიის თანამშრომლები, რადგან თვითონ მერიის მანქანა იყო. იმ ადგილებს ზომავდნენ, სადაც ფილები იყო ამოწეული, კიბეებზე შუშები შეამოწმეს. მე ამას ვუკავშირებ ახლა, სიმართლე, რომ გითხრათ, შსს-ს ტყუილი უნდა გააპრავოს ახლა მერიამ და დაიწყოს სამუშაოები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი უკავშირდება ამ კარავს. თუ დაიწყებენ სამუშაოებს აქ, სადაც დაიწყებენ სამუშაოებს, კარავი გადმოინაცვლებს მეორე მხარეს, იქ დაიდგმება კარავი, რომ დაამთავრებენ ისევ კარავი დაიდგმება თავის ადგილას. ის არ ეგონოთ, რომ აქ სამუშაოებს აქედან აიღებენ. ეს კარავი მაინც იდგმება აქ, არ აქვს მნიშვნელობა მარჯვენა მხარეს იდგება, მარცხენა მხარეს თუ შუაში, კარავი იდგება,“ - განაცხადა ოლქიევმა.

თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მხოლოდ რამდენიმე დაზიანებული ფილა გამოიცვლება და სხვა მასშტაბური სამუშაოები არ იგეგმება.

დღის ამბები