20 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
პირველი კადრები ბათუმიდან - მშენებარე კორპუსთან, სადაც ლიფტი ჩავარდა დაპირისპირება მოხდა

პირველი კადრები ბათუმიდან, სადაც მშენებარე კორპუსს სატვირთო ლიფტი მოწყდა და რამდენიმე სართულის სიმაღლიდან ჩამოვარდა.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები გადამღები ჯგუფების მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი.

მათ ოპერატორებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და ერთ-ერთს ოპერატორს ქვაც ესროლეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით სულ 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა რთულია. გავრცელებული ინფორმაციით, მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა, 2 კი თურქეთის. დაშავებულებს შორის ერთი ქალია.

ამავე თემაზე
დღის ამბები