14 ოქტომბერი 2019,   13:16
ვრცლად
კარასინი თანამდებობას ტოვებს - მას სავარაუდოდ, საქართველოში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ვოლინკინი შეცვლის

გრიგორი კარასინს სავარაუდოდ, საქართველოში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ივან ვოლინკინი შეცვლის. გაზეთ "კომერსანტის" ცნობით, სერგეი ლავროვის მოადგილის თანამდებობაზე სამი კანდიდატია შერჩეული, თუმცა დიდი ალბათობით სწორედ ვოლინკინს დანიშნავენ. ის დღეს სამინისტროში საკონსულო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

ივან ვოლინკინი 60 წლისაა. ის სამინისტროში 1981 წლიდან მუშაობს. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. მათ შორის იყო რუსეთის ელჩი საქართველოში. 2007 წელს ივან ვოლინკინი საქართველოს ხელისუფლებამ ორ რუს დიპლომატთან ერთად პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ქვეყნიდან გააძევა.

რაც შეეხება გრიგორი კარასინს, ოფიციალური ინფორმაციით, ის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ასაკის გამო ტოვებს.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად 70 წლის ასაკის ზემოთ მყოფ პირს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის უფლება არ აქვს, კარასინი კი 70 წლის ერთ თვეში ხდება. ცნობილია რომ რუსი დიპლომატი ფედერაციის საბჭოში გადაინაცვლებს. მის კანდიდატურას სენატორის პოსტზე სახალინის გუბერნატორი აყენებს.

დღის ამბები