26 აპრილი 2024,   00:47
ვრცლად
დავიწყეთ უკვე მომზადება საარჩევნო კამპანიისთვის - "ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერებს ბათუმში ხვდება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და პარტიის სხვა ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად ისინი მხარდამჭერებს ბათუმში შეხვდნენ.

შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძემ, ლევან ვარშალომიძემ და პარტიის დანარჩენმა ლიდერბმა ისაუბრეს არსებული პრობლემების დაძლევის გზებზე და საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ ნაბიჯებზე. 

„ჩვენ დავიწყეთ უკვე მომზადება საარჩევნო კამპანიისთვის და ამისთვის ჩვენი პარტიის წევრებიდან უნდა გავიგოთ, რა უჭირთ, რა ულხინთ, რა აღელვებთ, რა მოწონთ და რა არ მოწონთ პარტიის მოქმედებაში, ეს არის ყველაზე მთავარი. იმიტომ, რომ ჩვენ თუ დემოკრატიის მაგალითს არ ვაჩვენებთ შიდაპარტიულ ცხოვრებაში, გარე სამყაროში, საზოგადოებაში, არავინ არ დაგვიჯერებს, რომ ჩვენ დემოკრატიული ვიქნებით, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,“ რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ამაყი წევრი არის, ამის აბსოლუტური შანსი აქვს, 2020 წლის იქნება ეს ვადამდელი არჩევნები თუ რიგითი არჩევნები,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები