23 ოქტომბერი 2019,   05:13
ვრცლად
"ოქრუაშვილის დაპატიმრება უკავშირდება მხოლოდ "რუსთავი 2"-ის საქმეს" - ოპოზიციის შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო

ქვეყანაში ღია პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო - ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, ისევე როგორც ის ყველა პირი ვინც 20 ივნისის საქმეზე დააკავეს, პოლიტპატიმრები არიან.

ენმ-ს წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით ბიძინა ივანიშვილი იყენებს ყველა ბერკეტს იყენებს, მათშორის პროკურატურას და სასამართლოს რომ მისთვის მიუღებელი პირები დასაჯოს.

Related image

„მართლმსაჯულების იმედი ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ უკვე არავის არ აქვს. ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილი და ყველა ის ადამიანი რომელიც ახლა წინასწარ პატიმრობაშია ძალიან მძიმე მუხლით, ეს ადამიანები არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობას "რუსთავი 2"-ის საქმეს უკავშირებს პაატა დავითაია. ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ როგორც ჩანს რეალურია ის ხელმოწერა დოკუმენტზე რომელიც ადასტურებს , რომ "რუსთავი 2" ეკუთვნის ოქრუაშვილს.

Image result for პაატა დავითაია

„ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას ვუკავშირებ მხოლოდ და მხოლოდ "რუსთავი 2"-ის საქმეს. იმიტომ რომ 20-21 ივნისს თუ ჩვენ კადრებს ვნახავთ, ჩვენ ისრის გარდა, რომელიც არის ირაკლი ოქრუაშვილის თავზე, ჩვენ მეტს იქ ვერაფერს ვნახავთ, რომ მან რამე დანაშაული ჩაიდინა, ვიღაცას წინააღმდეგობა გაუწია ან რაღაც სხვა ქმედება ჩაიდინა. ყველა იქ ვიდექით მინდა ხაზი გავუსვა და აქედან გამომდინარე არც ორგანიზება, არც კოორდინაცია და არც რაღაც ბრძანებების გაცემა მიმდინარეობდა,“-განაცხადა პაატა დავითაიამ.

”პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი კი აცხადებს, რომ ივანიშვილი დაშინებით და შანტაჟის გზით ცდილობს შეინარჩუნოს ხელისუფლება და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობა ამ გეგმის ნაწილია.

Image result for პაატა მანჯგალაძე„დღეს ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ არსებობს ძალაუფლების შენარჩუნების ორი მარტივი წესი. ერთი კმაყოფილი უმრავლესობა, ან დაშინება და შანტაჟი. ჩვენ ვიცით რომ  კმაყოფილი უმრავლესობა არ არის ქვეყანაში. პირიქით, საყოველთაო კონსესუსია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არის ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო ,“-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

განცხადებები ოპოზიციის ლიდერებმა საქალაქო სასამართლოში გააკეთეს, სადაც ისინი ირაკლი ოქრუაშვილი თანაპარტიელებთან და მეუღლესთან ერთად მივიდნენ. მათ ირაკლი ოქრუაშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანეს. 

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე - გაუფასურებული ლარი და 900 მილიონ ლარზე მეტი დანაკარგი ქართულ ეკონომიკას

ამავე თემაზე
დღის ამბები