19 აპრილი 2024,   09:08
ვრცლად
ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან „ოცნების“ ბობოლა ჩინოვნიკები - ოპოზიცია მაღალჩინოსნების ხელფასების და პრემიების რეკორდულ ზრდას ეხმაურება 

მთავრობამ რეკორდი მოხსნა. ხალხს საჯარო მოხელეების შენახვა წელს ყველაზე ძვირი დაუჯდა. მონაცემებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. 2019 წლის იანვრიდან ივნისამდე თანამდებობის პირების მხოლოდ ხელფასებში 507 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება ანაზღაურებას პრემიებისა და დანამატების ჩათვლით. აქ რიცხვები უფრო შთამბეჭდავია. წელს მარტო ექვს თვეში ხალხმა საჯარო მოხელეების პრემიებში, ხელფასებსა და დანამატებში 735 მილიონი ლარი გადაიხადა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მაღალჩინოსნები იქმნიან კომფორტს ხალხის ხარჯზე. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ეკონომიკის დასუსტება, ლარის გაუფასურება და მოსახლეობის გაღარიბება, სწორედ ჩინოვნიკების მიერ, "ჯიბეების გასქელებას" უკავშირდება.

„ როცა ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებს რატომ ეცემა ლარი, მათ უნდა იცოდნენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი  ეს არის „ქართული ოცნების“ ბიუროკრატიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების ფლანგვა და რა თქმა უნდა, თვისთვის უზარმაზარი ხელფასების დარიგება და გამოწერა. ხელფასები ეზრდებათ და ამით სარგებლობენ „ქართული ოცნების“ ბობოლა ჩინოვნიკები ერთის მხრივ და მათი პარტაქტივი, რომელიც ისე არის ჩამალული ბიუჯეტის სხვა და სხვა მუხლებში, სხვა და სხვა სიპებსა და აიპებში, რომ ამას გამჭვირვალედ ვერავინ ვერ ვუყურებთ და სინამდვილეში სწორედ „ქართული ოცნების“ პარტაქტივისა და აი, ამ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ხარჯზე იჭმება ის ფული, რომელიც საზოგადოებას აკლდება საბოლოო ჯამში, რომელიც ასუსტებს ჩვენს ეკონომიკას და ასუსტებს ლარს,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ეკონომიკა არ იზრდება სწორედ იმის გამო, რომ დიდია სამთავრობო ტვირთი - ამბობს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე. ხელისუფლების ოპონენტები საჯარო უწყებებში სერიოზულ ნეპოტიზმზეც მიუთითებენ.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები