20 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
თანხის გამოძალვა ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით - სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების 4 წევრი დააკავეს

თანხის გამოძალვის ფაქტი - სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების 4 წევრი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით  ერთ-ერთ მოქალაქისგან ტოტალიზატორში მოგებული თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. დამნაშავეები მსხვერპლისგან მოგებული თანხის მესამედის, 10 ათასი დოლარის მათთვის გადაცემას მოითხოვდნენ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები