20 აპრილი 2024,   14:44
ვრცლად
რატომ ვერ მიაწოდა კონკურენციის სააგენტომ პრემიერს პურის ფასის მატებაზე ინფორმაცია - ხადური განმარტებებს აკეთებს 

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი პურის ფასის მატებასთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობას უჩივის. ნოდარ ხადურის განცხადებით, სწორედ ამ მიზეზით ვერ მოხერხდა პრემიერ-მინისტრისთვის ანგარიშის მიწოდება.

მისი თქმით, კერძო მეწარმეების მხრიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ჯერ სრულად არ აქვს  მიღებული, ამიტომ შესაბამისი დასკვნების გაკეთებას სააგენტო ვერ ახერხებს.

„სამწუხაროდ, არსებული საკანონმდებლო ხარვეზი რომლის გამოსწორებაზე ჩენ უკვე ვიმუშავეთ და პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, მეწარმე სუბიექტებისათვის სავალდებულო არის ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება. დეკემბერში გამოთხოვილ ინფორმაციაზე, ბოლო ინფორმაცია დღეის მდგომარეობით ჩვენ მივიღეთ 8 აგვისტოს. მიუხედავად ამისა ჩვენ გაკეთებული გვაქვს დანარჩენ ინფორმაციები რაც შემოდის და ეს არის დაახლოებით 50 ათასი გვერდი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ სხვადასხვა მეწარმეებისაგან, სახელმწიფო უწყებებისგან და ა.შ. მისი ანალიზი გაკეთებული გვაქვს, ახლა ერთმანეთს ვადარებთ და იმედი გვაქვს რომ დავასრულებთ უკვე, რადგან 99% ინფორმაციის მოგროვებული გვაქვს,“-განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

ოპონენტები კი კონკურენციის სააგენტოს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები