19 აპრილი 2024,   19:54
ვრცლად
პირი, რომელიც "რუსთავი2"-ს შეიძენს, არაკეთილსინდისიერ მყიდველად ჩაითვლება - იურისტები სამაუწყებლო კომპანიის გაყიდვაზე

პირი, რომელიც შექმნილ ვითარებაში  რუსთავი2-ს შეიძენს, არაკეთილსინდისიერ მყიდველად ჩაითვლება - ამის შესახებ განცხადებას, იურისტები აკეთებენ. კახა კოჟორიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ტელეკომპანიას ახალი მფლობელი გამოუჩნდება, პროცესები იმავე სცენარით წარიმართება, როგორც მანამდე ვითარდებოდა.

„სამოქალაქო კანონმდებლობის დანაწესი, პირველ რიგში, რომელიც ამბობს, რომ თუ შემძენმა იცოდა ის, რომ გამყიდველი არ იყო გასაყიდი ნივთის მესაკუთრე, ის შეიძლება არ ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი2 ხალვაშის შემდეგ რამდენჯერმე, დაახლოებით ათჯერ გადაიყიდა, ყველა ეს გარიგება სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, უზენაესმა სასამართლომ ცნო იურიდიული ძალის არ მქონედ. იგივე სტანდარტებს, მოკლედ, თუ მივუყენებთ აი, ამ სიტუაციას, რა სტანდარტებითაც "რუსთავი2"-მა უკვე წააგო საქმე და მოიგო ხალვაშმა, მაშინ შემძენი კეთილსინდისიერ შემძენად არ უნდა ჩაითვალოს,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ამავე შინაარსის განცხადება "რუსთავი2"-ის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემაც გააკეთეს. გუშინვე ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ, ქიბარ ხალვაშის წინააღდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და სამაუწყებლო კომპანიის 30%-იანი წილის დაბრუნება მოითხოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები