16 აპრილი 2024,   20:00
ვრცლად
სინოდის დუმილი და გადადებული სხდომები - მეუფე პეტრე სასულიერო პირებს პასუხისმგებლობისთვის დავის არიდებაში ადანაშაულებს 

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდი დუმილის რეჟიმშია. ეკლესიაში, მრევლში და ზოგადად ქვეყანაში დაგროვებული არაერთი მწვავე საკითხის მიუხედავად, სინოდი გაზაფხულის სავალდებულო სხდომაზე არ შეკრებილა. საეკლესიო კანონის დარღვევასთან ერთად სინოდის უცნაური დუმილი კითხვებს საზოგადოებაშიც აჩენს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამ საკითხზე ღიად საუბრობს. მეუფე პეტრე ფიქრობს, რომ სინოდი საჭირბოროტო საკითხებზე პასუხისმგებლობას თავს არიდებს და ამით, ბუნებრივია, საეკლესიო კანონსაც არღვევს.

„მინიმუმ ორჯერ წელიწადში უნდა იქნეს სინოდის სხდომა მოწვეული, ხოლო საეკლესიო კანონების თანახმად პირველი სხდომა უნდა იქნეს მოწვეული მარტვილის სულთმოფენობის დღესასწაულის მეოთხე კვირას. ანუ წელს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მიმდებარე დღეებში უნდა ჩატარებულიყო საეკლესიო კანონის თანახმად, რაც რა თქმა უდნა დაირღვა. ის, რომ დღემდე მიუხედავად არსებული პრობლემებისა და საჭირბოროტო საკითხებისა სინოდის სხდომა არ იქნა მოწვეული და ამით მოციქულეობრივ დამოკიდებულებაზე, ეკლესიაში არსებული პრობლემების მიმართ ფაქტიურად ვთქვით უარი. ეს არის პირდაპირ თუ ირიბად პასუხისმგებლობის არიდება მიმდინარე საჭირბოროტო საკითხებზე,“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

სინოდის სხდომა გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ილია მეორეს ჯერჯერობით სინოდის შეკრება არ მოუწვევია. ამის მიზეზად სასულიერო პირები პატრიარქის ჯანმრთელობასაც ასახელებენ, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ არსებობს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, რომელიც ვალდებულია კონკრეტული ქმედებები თავზე აიღოს.

ბოლოს სინოდის სხდომა 28 დეკემბერს გაიმართა. 

დღის ამბები