19 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისი იტალიაში - სენატი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს

პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება. საკანონმდებლო ორგანო დღეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. საკითხი დღის წესრიგში მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტია "ლიგამ" დააყენა.

მატეო სალვინიმ დეპუტატებს შვებულებების შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კოალიციაში არსებული უთანხმოებების ფონზე მთავრობას უმრავლესობის მხარდაჭერა აღარ აქვს.

ქვეყნის პრემიერი, რომელიც მმართველ კოალიციაში შემავალი მეორე პარტიის ლიდერია, აცხადებს, რომ გამოწვევას იღებს. მოძრაობა ხუთი ვარსკვლავის ლიდერმა შვებულება უკვე შეწყვიტა და თანაგუნდელები სენატში დაიბარა. უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში ქვეყანას ვადამდელი არჩევნები ელოდება. 

დღის ამბები