19 აპრილი 2024,   20:17
ვრცლად
თავდასხმა სიდნეიში - ქალაქის ცენტრში მამაკაცმა დანით გამვლელი ქალი დაჭრა

სიდნეის პოლიცია ქალაქის ცენტრში მომხდარ თავდასხმას იძიებს. ახალგაზრდა მამაკაცმა ხალხმრავალ ქუჩაზე დანით ერთი ქალი დაჭრა. დამნაშავე მოკვლით სხვა გამვლელებსაც ემუქრებოდა, რა დროსაც  ის პოლიციამ დააკავა. თავდამსხმელის ვინაობა და მისი მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ეჭვმიტანილი დაკითხვაზე იმყოფება. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, განიხილება ტერაქტის ვერსიაც.

დაშავებული ქალი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის ვერსიით, დაკავებულს გაცილებით უფრო მასშტაბური დანაშაული ჰქონდა განზრახული, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

დღის ამბები