24 აპრილი 2024,   14:10
ვრცლად
ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გაამარტივა

ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გაამარტივა. შესაბამისი კანონი უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ახალი რეგულაციის თანახმად, უცხოეთის ყველა მოქალაქეს და მოქალაქეობის არ მქონე პირს, ასევე,  ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უკრაინის ინტერესებს იცავდნენ, მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებაში, მათ შორის დონბასის კონფლიქტის დროს, შეუძლიათ უკრაინის მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიიღონ.

ახალი კანონი ვრცელდება რუსეთის მოქალაქეებზეც, რომლებიც სამშობლოში პოლიტიკური შეხედულებებით და მოტივით იდევნებიან. ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი კანონი არის პასუხი ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში პასპორტიზაციის  პროცესი დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების დარიგების შესახებ განკარგულებას ხელი 17 ივლისს მოაწერა.

დღის ამბები