19 აპრილი 2024,   02:01
ვრცლად
თითქმის ერთი წელი TBC ბანკზე განხორციელებული კიბერთავადასხმიდან - საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია

TBC ბანკზე განხორციელებული კიბერთავდასხმა ამ დრომდე გამოუძიებელია. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებისთვის დანაშაულის გახსნა უფრო მარტივი უნდა ყოფილიყო, რადგან მაშინ, ბანკის შესაბამისმა სამსახურმა პოლიციას გადასცა ის მისამართიც, საიდანაც ჰაკერები ცდილობდნენ მისი სერვერების გატეხვას და კლიენტების პერსონალური მონაცემების მოპარვას. თუმცა თითქმის ერთი წლის თავზე ამ ძიებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ პოლიციისთვის მაშინ ცნობილი იყო, რომ შეტევა რუსთაველის 12-დან წარმოებდა, სადაც თვეების განმავლობაში ფუნქციონირებდა სახელისუფლებო ინტერნეტ ტროლების ფაბრიკა. ფაქტზე საჯარო განცხადება მამუკა ხაზარაძემ კი პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არაერთი სამხილის მიუხედავად, იმ გამოძიებას დღემდე არ გამოუვლენია დამნაშავე პირები.  

დღის ამბები