20 აპრილი 2024,   01:56
ვრცლად
ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი ისევ პარალიზებულია - პოლიცია ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გეგმავს

ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ისევ შენობაში შევიდნენ და მჯდომიარე აქცია მოაწყვეს. აეროპორტის ტერმინალების ბლოკირებას მომიტინგეები უკვე მეორე დღეა ახდენენ, რის გამოც მგზავრებს და აეროპორტის თანამშრომლებს გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ.

აეროპორტის ადმინისტრაციამ დღეს მგზავრებს ტერმინალების დატოვების რეკომენდაცია მისცა, თუმცა მიზეზი არ განუმარტავს. ქალაქის პოლიციამ კი განმარტა, რომ ძალოვანი უწყება აეროპორტის მომიტინგეებისგან გასათავისუფლებლად ძალის გამოყენების საკითხს განიხილავს.

გუშინდელი ბლოკადის შემდეგ მომიტინგეები ჰონ-კონგის მერმაც გააფრთხილა და თქვა, რომ ვითარებამ საშიში ფორმები მიიღო და ნებისმიერი სახის პროვოკაციამ შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს.

დღის ამბები