13 ნოემბერი 2019,   10:52
ვრცლად
როდესაც ადამიანებს პრობლემები აქვთ მართლმსაჯულებასთან, პოლიტიკურ პარტიის ან ტელევიზიის შექმნაზე ლაპარაკობენ, ახალი ტრენდია - ვოლსკი

ვისთან გადაიკვეთება 2020 წლის არჩვენების შემდეგ „ქართული ოცნების“ გზები, ამაზე მმართველი გუნდის წევრები ღიად არ საუბრობენ. ისინი ამბობენ მხოლოდ იმას რომ არ ითანამშრომლებენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ანუ ენმ-სთან და ევროპულ საქართველოსთან.

ვინ რჩება და ითანამშრომლებენ თუ არა პატრიოტთა ალიანსთან, ამ კითხვაზე „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მმართველ პარტიაში არც იმაზე საუბრობენ აპირებენ თუ არა შექმნან მცირე სატელიტი პარტიები, რომელთანაც ისინი ითანამშრომლებენ.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, „ქართული ოცნების“ წევრები არც იმაზე საუბრობენ ითანამშრომლებენ თუ არა მასთან.  

„მე არ გამიგია, რომ ვინმეს, მაჟორიტარს მით უმეტეს სურვილი ჰქონდეს რაიმე პოლიტიკური პარტიის შექმნის მაგრამ თუ კი ასეთი იქნება მას საზოგადოება გამოუტანს პოლიტიკურ განაჩენს იყოს თუ არა პარლამენტში. ვფიქრობ რომ ეს რაღაც ახალი სკანდალური თემის შემოტანის სურვილი უფროა, ვიდრე რეალური ანალიზის სურვილი. როდესაც ადამიანებს გარკვეული პრობლემები აქვთ მართლმსაჯულებასთან პოლიტიკურ პარტიის შექმნაზე, პოლიტიკურ ამბიციებზე ან ტელევიზიის შექმნაზე ლაპარაკობენ. ბოლო დროს ეს რაღაც გარკვეული ე.წ. ტრენდი  გახდა. პოლიტიკურმა პარტიებმა, ან მათი შექმნის მსურველებმა ძალიან სერიოზულად უნდა გააანალიზონ თავისი ამბიციები. საზოგადოებაც ძალიან გაიზარდა და გაცილებით  უფრო კარგად ხედავს რეალურ სიტუაციას იმის უკან რაც წინა პლანზე ჩანს,“-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები