25 აპრილი 2024,   16:23
ვრცლად
გამორიცხულია, ნებისმიერი ფორმით ივანიშვილის გუნდთან ან მის რომელიმე სატელიტთან მონაწილეობა - "ევროპული საქართველო"

2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან თანამშრომლობას „ევროპული საქართველო“ არ გეგმავს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, ყველაზე საშიში არის ის, რომ მმართველი გუნდი არ აკეთებს განაცხადს, თუ ვისთან გეგმავს თანამშრომლობას.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ამ დრომდე მმართველი გუნდის წევრებს არ დაუზუსტებიათ, რომ ისინი პრორუსულ ძალებთან არ ითანამშრომლებენ.

Image result for გიგა ბოკერია„რატომ უნდა გამოაცხადო პროდასავლური ძალები შენთვის ყველაზე მიუღებლად. ის კი არ უთქვამს, რომ ამ ძალებთან უნდა არ ვითანამშრომლებ, ვინც პუტინთან დადისო, ეს არ არის მათთვის ორიენტირი, ორიენტირი არის პროდასავლური ძალები ზოგადად. „ევროპული საქართველოსთვის“ და ჩვენი პარტნიორებისთვის, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ ნომერ პირველი პოსტულატია, რომ გამორიცხულია, ნებისმიერი ფორმით ივანიშვილის გუნდთან ან მის რომელიმე სატელიტთან მონაწილეობა, რომ მთავრობა და ძალაუფლება შევუნარჩუნოთ რაიმე კონფიგურაციით ივანიშვილის გუნდს“, - განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მმართველ პარტიას არჩევნების გზით ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობა არ აქვს.

Image result for სალომე სამადაშვილი„არანაირი შანსი ქართულ ოცნებას, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დარჩეს, არ აქვს. სწორედ ამიტომ, მათ დაიწყეს საუბარი კოალიციაში. რეალურად, შესაძლოა შემდეგი არჩევნების შემდეგ ჩვენ მივიღოთ კოალიციური მთავრობა, მაგრამ ეს იქნება კოალიციური მთავრობა პროდასავლური პოლიტიკური მოთამაშეების ჩვენს ქვეყანაში“, - ამბობს სამადაშვილი.

სამადაშვილის თქმით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი მოკავშირე მისივე სატელიტი „პატრიოტთა ალიანსი“ იქნება.

„პატრიოტთა ალიანსი“ არის დღესაც სატელიტი პარტია „ქართული ოცნების“, ამიტომ, ბუნებრივი იქნება მათი ალიანსი, თუმცა, ეს ალიანსი არჩევნების შემდეგ შედგება მათ შორის, უმცირესობაში და არა უმრავლესობაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დღის ამბები