12 დეკემბერი 2019,   21:02
ვრცლად
სკანდალური ფაქტები - პარლამენტის და საკრებულოების წევრების სიას წინასაარჩევნოდ, ღარიბაშვილის ხელმძღვანელბით სუს-ი წერდა

საიდუმლო გარიგებები "ქართული ოცნების" პოლიტიკური კულუარებიდან, რომელზეც მმართველი პარტიის ყოფილი პარტნიორები ღიად ალაპარაკდნენ.

როგორ არჩევდა სუს-ი პარლამენტის და საკრებულოების წევრებს? დღემდე უცნობი, სკანდალური ფაქტები "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, დავით ზურაბიშვილმა გაასაჯაროვა. რუსთაველის გამზირზე მდებარე ვირტუალურ სტუდიაში ”ქართული ოცნების” ყოფილმა პოლიტიკურმა პარტნიორმა ღიად განაცხადა, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიებს სპეცსამსახურების თანამშრომლები წერდნენ და პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში სუს-ი მართავს. იყო პირდაპირი მითითებები, თუ ვინ უნდა მოხვედრილიყო ან არ მოხვედრილიყო პარლამენტსა თუ საკრებულოებში. სუს-ი განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში აქტიურობდა.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პარტნიორები მეტ დეტალებზეც საუბრობენ.  კერძოდ, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ  სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი კანდიდატების შერჩევას ძალოვანი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი წრე კურირებდა. ოცნების ყოფილი თანაგუნდელები დარწმუნებულები არიან, რომ ღარიბაშვილს ეს ფუნქცია დღესაც აქვს.

დავით ზურაბიშვილმა, "კურიერთან" კიდევ უფრო სკანდალური დეტალები გათქვა, გაიხსენა, რომ არჩევნების წაგების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ოცნების" რიგებში სწორედ სპეცსამსახურებმა გადაიყვანეს. ერთ-ერთი პროექტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი იყო. ზურაბიშვილის ამბობს, რომ პოლიტიკური პორტირების ეს სპეცოპერაცია მაშინ სპეცსამსახურებმა ჩაატარეს.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილ თანაგუნდელებს ეჭვი არ ეპარებათ, სუს-ი ახლა კიდევ უფრო გავლენიანი გახდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სიასაც ჩვეული მეთოდით დააკომპლექტებს.

ყოფილი პოლიტიკური თანამებრძოლების საჯარო განცხადებებს სიცრუეს უწოდებს გია ვოლსკი. ის ირწმუნება, რომ პარტიულ გადაწყვეტილებებში სპეცსამსახურები არ ერევიან. 

დღის ამბები