08 დეკემბერი 2019,   04:07
ვრცლად
იძულებითი ჩვენება ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ - 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების ოჯახები რეპრესიების მორიგ ტალღაზე საუბრობენ

20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების ოჯახები ამტკიცებენ, რომ სამართალდამცავები პატიმრებისგან იძულებითი ჩვენების მიღებას ცდილობენ. აქტივისტებს, რომლებიც გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ აიყვანეს, აიძულებენ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას.

ბესიკ თამლიანის დედა იმ კონკრეტული პატიმრების ვინაობას შეგნებულად არ ამხელს, რომლებზეც გამოძიება ზეწოლას ახდენს და პროკურატურისთვის სასურველი ჩვენების მიღებას ცდილობს. 20 ივნისის აქციის დაკავებული მონაწილის დედა ყვება, რომ ციხეში პატიმრებს აიძულებენ ჩვენებები ოპოზიციური პარტიის ლიდერების წინააღმდეგ მისცენ და ხელი დაადონ პოლიტიკოსებს რომ ისინი 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ. ამ ცრუ ჩვენების სანაცვლოდ პროკურატურა დაკავებულებს სასჯელის შემსუბუქებას ჰპირდება.

მალხაზ მაჩალიკაშვილის რომლის ძმისშვილიც, 20 ივნისის აქციაში მონაწილეების გამო დააკავეს, ამბობს, რომ ახლა მთელი სახელმწიფო მანქანა ცრუ ჩვენების მოპოვებაზე მუშაობს. პროკურატურა ცდილობს, როგორმე იპოვოს აქციის ერთი დაკავებული მონაწილე, რომელიც იტყვის, რომ 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალება იყო დაგეგმილი.

დაკავებულების ოჯახის წევრებისთვის სასურველი ჩვენებების მიღების სურვილი პოლიტიკური რეპრესიების მორიგი ტალღის საწყისი ეტაპია.

სახელმწიფო გადატრიალებისა და ჯგუფური ძალადობის ყველა საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება. ამ საქმეებისთვის დაკავებულების უმრავლესობა კი, არასაკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე გისოსებს მიღმა რჩება.

დღის ამბები