20 აპრილი 2024,   03:12
ვრცლად
პირი, რომელმაც 20 ივნისის ღამეს, მელია პარლამენტიდან გამოაძევა, საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა

20 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი შემოქმედი პირი გიორგი გახარიამ დააწინაურა. საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტზე ვაჟა სირაძე დაინიშნა. სირაძე პატრულის ის მაღალჩინოსანია, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა. ვაჟა სირაძემ ძალის გამოყენებით და კანონის დარღვევით გამოაძევა პარლამენტიდან "კურიერის" გადამღები ჯგუფი და პარლამენტის მოქმედი დეპუტატი. კადრებში კარგად ჩანს, პარლამენტის წევრი ნიკა მელია, რომელსაც იმუნიტეტი იცავს, როგორ გამოაძევა  სირაძემ შენობიდან.

ნიკა მელია იხსენებს, რომ 20 ივნისის ღამეს ვაჟა სირაძე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მისივე თქმით, ვაჟა სირაძის დაწინაურებით, გიორგი გახარია უგზავნის მესიჯს საზოგადოებას, რომ ისინი არ აპირებენ 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებში დამნაშავე სპეცრაზმელების და პოლიციელების დასჯას.

„20 ივნისს ამ ბატონის არც სახელი ვიცოდი და არც გვარი. ერთი რამ იყო უბრალოდ თვალშისაცემი, იყო ყველაზე აგრესიული მთელი დღის განმავლობაში. ყოველწამიერად არღვევდა კანონს. ფორმა ეცვა და წარმოდგენილი იყო  როგორც ვითომ პოლიციელი. სინამდვილეში ასრულებდა უკანონო დავალებებს მისი ხელმძღვანელობის. როგორც აღმოჩნდა ეს ყოფილა ვიღაც ვაჟა სირაძე, რომელმაც ჯერ აკრედიტირებული ჟურნალისტები გამოაგდო პარლამენტის შენობიდან. მე, როგორც პარლამენტის წევრი ვეცადე გამოვხმაურებოდი ამ უკანონობას. ამის შემდეგ მე, პარლამენტის წევრი, პარლამენტიდან გამომაგდეს. ყველაზე ოდიოზური პირი დანიშნა გახარიამ პოლიციის ხელმძღვანელად. მაშინ როდესაც თავად გახარია არის უკვე კრიმინალში მხილებული ადამიანი, იმის მაგივრად რომ ეს ადამიანი გადადგეს, როგორც მინიმუმ, ვხედავათ რომ მასზე უარესს, ოდიოზურ და კრიმინალურ საქმეებში გასვრილ ადამიანს ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მონურად დაემორჩილოს. ეს ერთგვარი გზავნილია, რომ ჩვენ კანონზე და კონსტიტუციაზე ხელი ავიღეთ  მთლიანად და ვაპირებთ ხელის გადაწევით ბრძოლას პოლიტიკურ ოპონენტებთან,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

„კურიერის“ ინფორმაციით დაწინაურებულია კიდევ რამდენიმე პოლიციელი, რომელიც 20 ივნისს მოვლენებში მონაწილეობდა. 

დღის ამბები