19 აპრილი 2024,   23:07
ვრცლად
ბაკურიანი სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება-ადგილზე სამი ახალი საბაგირო აშენდება

ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება. შესაბამისი კონტრაქტი კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ დღეს გაფორმდა.
სამი ახალი საბაგირო ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდება. პროექტი პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.

„ვარ ძალიან ამაყი, რომ საქართველო უმასპინძლებს 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ფრი სტაილში. ეს არის დიდი გამარჯვება და ამავე დროს ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად ეს ნიშნავს ძალიან დიდ ნდობას რომელიც გამოგვიცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ. მათ მე მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ნდობისთვის,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები