17 სექტემბერი 2019,   03:11
ვრცლად
"სიძულვილის ენასთან მიმართებაში, აუცილებელია რეგულაციები“ - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კიდევ ერთ კანდიდატს, თეა ძიმისტარაშვილს უსმენენ. თეა ძიმისტარაშვილს საბჭოს წევრებმა კითხვები სიძულვილის ენის გამოყენებასა და მისი კანონით დარეგულირების შესახებ დაუსვეს. 

თეა ძიმისტარაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხდება, ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია ეს საკითხი დარეგულირდეს.

„ყოველი არჩევნების წინ, ჩვენ ვხედავთ ისეთ ძალადობით ფაქტებს, შემთხვევის, სიძულვილის ენას პოლიტიკური გაერთიანებების, პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ხშირად აქვს ადგილი გამონათქვამებს და იქმნება იმის აუცილებლობა, რომ მოხდეს რეგულაცია, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა დასჯადია სისხლის სამართლებრივი წესით, აქ უკვე რეგლამენტაციაზეა საუბარი. რაც შეეხება კრიტიკას, კრიტიკას ჰყავს ობიექტი, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება იყოს დადებითი კრიტიკა და უარყოფითი კრიტიკაც. დადებით კრიტიკასთან დაკავშირებით, როდესაც გამკრიტიკებელი გთავაზობს პრობლემის მოგვარების გზას,  მაგრამ არის უარყოფითი კრიტიკაც, რომელიც საფუძველს მოკლებულია,  პირმა არ იცის კონკრეტული საკითხი და პრობლემის გადაწყვეტის გზის გარეშე მიუთითებს მხარეს და აკრიტიკებს. სიძულვილის ენასთან მიმართებაში, აუცილებელია რეგულაციები,“ - განაცხადა თეა ძიმისტარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი ხმაურით დაიწყო. გასაუბრება მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატთან,  თეა ძიმისტარიშვილთან დაპირისპირების გამო, დროებით შეწყვეტილი იყო. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები