13 ნოემბერი 2019,   08:14
ვრცლად
2008 წლის ომის მონაწილე რუს სამხედროებს, საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოსვლა უდნა აეკრძალოთ - გიორგი კანდელაკი

რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე რუს სამხედროებს საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოსვლა უდნა აეკრძალოთ - ინიციატივა  „ევროპული საქართველოს“ ეკუთვნის.

პოლიტიკური პარტიის მდივანი  შსს-გან  ოკუპანტი სამხედროების საგანგებო სიის შედგენას მოითხოვს.

გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა შემოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც ქართველების სისხლი დაღვარეს და მათი სახლები გადაწვეს.

„შსს-მ უნდა აწარმოოს ასეთი პირების მონაცემთა ბაზა და ცხადია, რომ იმ ადამიანებს, ვინც კლავდნენ ქართველებს, ეთნიკურ წმენდას ახორციელებდნენ, წვავდნენ ჩვენი მოქალაქეების სახლებს, რატომ უნდა ვხვდებოდეთ ხელგაშლილები, ან რატომ უნდა ვაფინანსებდეთ და ვასუფსიდირებდეთ მათ ჩამოყვანას საქართველოში ნებისმიერი ფორმით. ეს ცხადია, არ ნიშნავს, რომ რუსი ტურისტები არ უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, უნდა ჩამოვიდნენ, სხვა საკითხია ამას უნდა ვაფინანსებდეთ, თუ არა, უნდა ჩამოვიდნენ, კი ბატონო, მაგრამ სრული უფლება გვაქვს მოვითხოვოთ არ შემოვუშვათ ჩვენს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე ის ადამიანები, ვინც იარაღით ხელში ღვრიდნენ ქართველების სისხლს,“- განაცხადა კანდელაკმა.

დღის ამბები