19 აპრილი 2024,   16:58
ვრცლად
ეს ადამიანები არიან პოლიტიკური მძევლები - ელენე ხოშტარიამ 20 ივნისის მოვლენებზე დაკავებულები მოინახულა

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა დღეს გლდანის ციხეში  20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირები მოინახულეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ პატიმრებს ოჯახთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ. ხოშტარია ითხოვს დაკავებულებს ოჯახის წევრებთან კონტაქტის შესაძლებლობა მიეცეთ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების მიმართ წაყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობს. მისი თქმით, ისინი ხელისუფლების პოლიტიკური პატიმრები არიან და მთლიანად საქმე არის ხელოვნურად შექმნილი.

„ნაწილი მათგანი ვინც დღეს ვნახე საერთოდ ადრე არის იქიდან წამოსული და უკვე გასროლის მერე საერთოდ წამოსულები არიან და ნამდვილად რჩება განცდა, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკური მძევლები ამ სისტემის. ორი ადამიანი ფიგურირებს ოქრუაშვილის საქმესთან, მე დღეს ოქრუაშვილიც ვინახულე, სამივეს გამოკითხვით უბრალოდ არ იცნობენ ერთმანეთს, საერთოდ არანაირი კავშირი ერთმანეთთან არასდროს არ ჰქონიათ, ამიტომ ძალიან ხელოვნური საქმეებია, ცხადია,“- განაცხადა ხოშტარიამ.

დღის ამბები